18 აპრილი 2024,   05:23
ვრცლად
დონალდ ტრამპი ლგბტ თემის წარმომადგენლებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

დონალდ ტრამპი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ლგბტ თემის წარმომადგენლებს. აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას ქვეყნის საელჩო ავრცელებს. დონალდ ტრამპი მადლობას უხდის ლგბტ თემის წარმომადგენლების ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

" მოდით, სოლიდარობის ნიშნად გვერდით დავუდგეთ იმ უამრავ ლგბტ ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყნებში, სადაც სექსუალური ორიენტაციის გამო სჯიან, აპატიმრებენ და სიკვდილს უსჯიან."- წერს დონალდ ტრამპი. 

აშშ-ს პრეზიდენტი ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის ინიციატივითაც გამოდის და  მისი ადმინისტრაციის მიერ დაწყებულ გლობალურ კამპანიაში ჩართვას სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს.

დღის ამბები