20 აპრილი 2024,   14:43
ვრცლად
"ოცნების" ყოფილი წევრების პროტესტი - ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს პირად შურისძიებაში ადანაშაულებს

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრების პროტესტი - ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს პირად შურისძიებაში ადანაშაულებს.

დემარშით წასული დეპუტატების კრიტიკა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დაიმსახურა. მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატები კობახიძემ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფში არ მიიწვია.

Image result for ეკა ბესელია„კობახიძე მიეჩვია იმას, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებს, ჩვენ ჯგუფს, საერთოდ არ ცნობს ის და არ აღიარებს და მას ჰგონია, რომ პარლამენტში შეიძლება ასე მოიქცეს პარლამენტის თავმჯდომარე, რომ მოიწვიოს დამოუკიდებელი დეპუტატებიდან ის წარმომადგენლები მაინც, ვინც მასზე ცოტა უფრო ადრე დაიწყო საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობა და მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე. მე მგონია, რომ გვესმის ამ საკითხებზე ისეთი, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს ამ პროცესისთვის. ამავე დროს, არსებობს რეგლამენტის წესები და მოთხოვნაც, სადაც დამოუკიდებელ დეპუტატებს უნდა მისცე შესაძლებლობა, ყველა ფორმატში ღებულობდეს მონაწილეობას. წესად იქცა ის, რომ პირადი განწყობების გამო, რომ გაბრაზებულია, ცდილობს, რომ არცერთ ფორმატში ჩვენ არ ჩაგვრთოს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

პარლამენტის თავმჯდომარეს ყოფილი თანაგუნდელები ტენდენციურ მიდგომებში ადანაშაულებენ. „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, ლევან კობერიძის განცხადებით, მიუხედავად დამოუკიდებელი დეპუტატების მზაობისა, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აქტიურად ჩართულიყვნენ, უარი მიიღეს. დეპუტატი ასევე ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში მმართველი გუნდი რეალურ ცვლილებებს არ განახორციელებს.  

Image result for ლევან კობერიძე

„არ ვთვლი, რომ ჩემთვის დიდი დანაკლისია, ამ შეხვედრაზე თუ ვერ მოხვდი. როდესაც ვიკითხე, რომ რა ხდება, ამ თემაში მონაწილეობა, ზოგადად, გვაინტერესებს დამოუკიდებელ დეპუტატებსაც და თუ ასეთი შეხვედრა პარლამენტში იმართება მით უმეტეს, ჩვენც დიდი სიამოვნებით დავესწრებითთქო და ასეთი პასუხი მივიღეთ, რომ ერთისთვის რომ გვეთქვა, ყველა მოხვიდოდითო და არ ვიცი ახლა, მოვიდოდით იმიტომ, რომ საინტერესო თემაა და სკამები თუ არ ჰყოფნიდათ დასაჯდომად, არ ვიცი ვერ გეტყვით. პროცესი უნდა იყოს ისეთი, რომელიც არის შედეგის მომტანი და რომელიც გამარჯვებაზე იქნება ორიენტირებული. მე ვთვლი, რომ ეს პროცესი მათთან მიმართებაში, დარწმუნებული ვარ, რომ არც საკონსტიტუციო ცვლილებას არ მიიღებენ და არც განახორციელებენ, თუ მართლა არ დაინახეს რეალური ძალა ხალხის პროტესტი და ა.შ. ხალხის პროტესტი კიდევ ამ საკითხზე ნაკლებად მოსალოდნელია,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დეპუტატები, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, ცესკოს წარმომადგენლები დაესწრნენ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა წარმოადგენს.

სამუშაო ჯგუფი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ივლისში შეიკრიბება. საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატები ამ შეხვედრაზე ელოდებიან მიწვევას.

დღის ამბები