23 აპრილი 2024,   23:53
ვრცლად
საგანგაშო სტატისტიკა - ბოლო 5 თვეში მშობლის მიერ ბავშვზე ძალადობის 110 შემთხვევა გამოვლინდა 

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა სერიოზულ პრობლემად რჩება. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა მნიშვნელოვანი პრობლემაა.

საგანგაშო სტატისტიკას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. მხოლოდ 2019 წელს მოზარდებზე განხორციელებული ძალადობის 110 შემთხვევა დაფიქსირდა და ეს მხოლოდ ის მონაცემებია, რომელთა შესახებ სამართალდამცველები არიან ინფორმირებული.

ერთ-ერთ შემთხვევაში, მცირეწლოვანს დედამ საჭმლით სავსე თეფში ესროლა და ფიზიკური დაზიანებები მიაყენა. 2 წლის ბიჭი, შეტყობინების შემდეგ სოციალურმა მუშაკებმა წაიყვანეს, დედას კი სამართალდამცველებმა შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. გაირკვა, რომ დედა სისტემატურად ძალადობდა ბავშვზე, გარშემო ამ ფაქტებს ყველა ხედავდა, მაგრამ ამის გამო პოლიცია არავის გამოუძახებია.

შვილების მიმართ ძალადობაში მოძალადე 15 შემთხვევაში დედა იყო, ხოლო 95 შემთხვევაში - მამა ან მამინაცვალი. ბავშვზე ძალადობის შესახებ ყველაზე ხშირად პოლიციას თავად ძალადობის მსხვერპლი ბავშვები აცნობებენ, პასიურია სასწავლო დაწესებულებები, სოციალური სამსახური. რიგითმა მოქალაქეებმა კი 110 შემთხვევიდან მხოლოდ სამჯერ აცნობეს სამართალდამცველებს ძალადობის შესახებ.

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა მნიშვნელოვანი პრობლემაა. მოქალაქეები თვლიან, რომ მშობელი ბავშვის აღზრდის მეთოდს თავად ირჩევს და ძალადობის შემთხვევაში გარეშე პირის მიერ პოლიციის გამოძახება სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევად ითვლება.

ხშირად მშობლის მიერ არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ფორმებს შორის ყველაზე ხშირია სახეში, თავში ან სხეულის სხვადასხვა ადგილას მიყენებული დაზიანება, ასევე მუქარა, სისტემატური ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის ზეწოლა.

სპეციალისტები თვლიან, რომ ჩვენს ქვეყანაში ბავშვზე ძალადობის 10-ჯერ მეტი ფაქტია, ვიდრე ამას შსს ავრცელებს.

დღის ამბები