20 აპრილი 2024,   17:14
ვრცლად
ხელისუფლების სახიფათო გზავნილი - "ოცნება ცენზურისა და არასასურველი მედიის გასაკონტროლებლად მორიგ ნაბიჯს დგამს 

ცენზურის დაწესების მცდელობა - უმრავლესობა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელის ინიციატივას უბრუნდება, რომელიც სიძულვილის ენის გამოყენების გამო, საქმის სასამართლოში განხილვას გულისხმობს. 

ოფიციალურად ამას მაუწყებლობს შესახებ კანონში ცვლილებები ჰქვია. უფრო ზუსტად, ის, რასაც აქამდე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანო წყვეტდა, ახლა მარეგულირებელი კომისიის და სასამართლოს გადასაწყვეტი გახდება. სიძულვილის ენის საკითხის გასაჩივრების უფლება ნებისმიერ პირს, ამ ორ ორგანოში ეძლევა.

ხელისუფლება დღეს ჯიუტად ამტკიცებდა, რომ აღნიშნული ცვლილებით ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციებს ასრულებს. 

„ნაციონალური მოძრაობის წევრი“, თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ მარეგულირებელი კომისია, ხელისუფლების დაკვეთას ასრულებს. ხელისუფლება საპარლამენტო არჩვენებამდე სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ნებისმიერ ფასად ცდილობს. განხილვების სასამართლოში გადატანა კი, რომელსაც თავად აკონტროლებს, მას ცენზურას გაუადვილებს.  

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 2020 წლის არჩევნების წინ უკიდურესად სახიფათო თამაში წამოიწყო და ამ ცვლილებებით, თავისუფალი მედიის და კრიტიკული აზრის გაკონტროლების დაკანონებას ცდილობს. მმართველი გუნდის მხრიდან გასამართლებლად ევროპელი პარტნიორების რეკომენდაციების მოშველიება კი გიგა ბოკერიასთვის პოლიტიკური უტიფრობაა.

უკიდურესად საგანგაშოდ და ცენზურის მცდელობად მიიჩნევენ კანონში შესაძლო ცვლილებებს „რუსთავი 2“-ში. არჩვენების წინ, ხელისუფლება ამ გზით არჩევნების წინ, მედიის გაკონტროლების სამართლებრივი მექანიზმის შექმნას ცდილობს, რომ ხშირად დააჯარიმოს და ან საერთოდ მაუწყებლობის უფლება შეუჩეროს.

კანონპროექტის გატანას პარლამენტში მარეგულირებელი კომისია დეკემბრის შემდეგ ცდილობს.

დღის ამბები