25 აპრილი 2024,   20:26
ვრცლად
გარეჯობის დღესასწაული და საზეიმო დოღი - დავით გარეჯში მესაზღვრეების განსაკუთრებული მობილიზება იყო

დავით გარეჯში დღეს პოლიციის და მესაზღვრეების განსაკუთრებული მობილიზება იყო. ძალოვანების მობილიზება გარეჯობის დღესასწაულს უკავშირდება, რომლის აღსანიშნავად სამონასტრო კომპლექსში ასობით ადამიანი ჩავიდა.

ზეიმი მხოლოდ დოღით და კონცერტით შემოიფარგლა, რადგან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გადაწყვეტილებით, უდაბნოს მონასტერში მისასვლელი გზა კვლავ გადაკეტილია.

ცხენოსნებმა მსვლელობით გარეჯობა აღნიშნეს და ამტკიცებენ, რომ მწვავე გზავნილებით მთელი საქართველოს სათქმელი გარეჯაში ჩაიტანეს.   

სახალხო ზეიმის პარალელურად, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დღეს ქართველი მომლოცველები უდაბნოს მონასტერში არ შეუშვეს. ბოლო წერტილი, სადაც პილიგრიმები ჩავიდნენ, აღდგომის ტაძარი იყო. მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები აცხადებდნენ, რომ ბილიკი, რომელიც უდაბნოს უძველეს მონასტერთან მიდის, აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ამიტომ ვერ შეუშვებდნენ. შეზღუდვებია დაწესებული სასულიერო პირებისთვისაც.

დავით გარეჯაში ჩავიდა, დღეს პრემიერის მინისტრის წარმომადგენელიც. სოზარ სუბარი წირვას და ცხენოსნების მსვლელობას დაესწრო. 

გარეჯში სახალხო დღესასწაულისთვის დღეს უამრავი ადამიანი ჩავიდა. გაძლიერებული იყო საპოლიციო ძალები. სამართალდამცველთა შენაერთებთან ერთად, დღეს გააორმაგეს მესაზღვრეთა რაოდენობაც. 30 მაისის შემდეგ, გარეჯში უძველესი მონასტრის ტერიტორიაზე შეზღუდვები აზერბაიჯანულმა მხარემ ისევ დააწესა.

 

 

 

 

დღის ამბები