რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებები და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გამოძიება - ამ თემაზე დისკუსიას გეგმავს დღეს "წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი". დისკუსია საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მეგობარ არასამთავრობოთა კოალიციასთან ერთად გაიმართება.
დაინტერესებულ პირებს ლექციას, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი და იუსტიციის სამინისტროს ევროსასამართლოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი წაუკითხავენ.
„ვფიქრობთ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა ჩვენი და ასევე საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქართველოში ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ის რეგულაციები, რაც გააჩნია ამ გამოძიებას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უპირატესად განხორციელებულია საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, ეთნოწმენდა, წამება, ადამიანის უკანონო ტყვეობა,“-აცხადებს წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ”ემპათიას” დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი.