24 აპრილი 2024,   02:40
ვრცლად
სანქციები გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ - აშშ-ს კონგრესში კანონპროექტი შევიდა

შეერთებული შტატების კონგრესში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი შევიდა. დოკუმენტი, რომელიც რუსული გაზსადენისთვის შეზღუდვების დაწესებას გულისხმობს, სენატორმა ჯონ ბარასომ წარადგინა.

სენატორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ კანონპროექტი დაეხმარება ნატოს მოკავშირეებს გაზარდონ ენერგო უსაფრთხოება და თავიდან აირიდონ დაშინება რუსეთის მხრიდან. "რუსეთი განაგრძობს ძირის გამოთხრას ევროპაში მშვიდობის და უსაფრთხოებისთვის  სხვადასხვა მექანიზმების მეშვეობით. მათ შორის, ენერგეტიკის, როგორც გეოპოლიტიკური იარაღის გამოყენებით,"- წერია დოკუმენტში.

დღის ამბები