23 აპრილი 2024,   21:23
ვრცლად
სტიქია ჩინეთში - წყალდიდობას 61 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში წყალდიდობას 61 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქია ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილს დაატყდა თავს. დაზარალებული რეგიონებიდან 250 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეულია 9 ათასზე მეტი შენობა, განადგურებულია მოსავლის დიდი ნაწილი.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. წინასწარი შეფასებით, მიყენებული ზარალი ორ მილიარდ დოლარს აღემატება.

დღის ამბები