25 აპრილი 2024,   08:15
ვრცლად
დაემთხვა გარემოებები ვიღაცის გვარს, დავასახელე საეჭვო პირთა წრე - ბესელია პირადი ცხოვრების კადრების საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს

დაემთხვა გარემოებები ვიღაცის გვარს, დავასახელე საეჭვო პირთა წრე - ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე საუბრობს. განცხადება ბესელიამ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მმართველი გუნდიდან წასული დეპუტატი ამბობს, რომ გონივრული ვადა საქმის გამოძიებისა ამოიწურა, მიუხედავად ამისა, საგამოძიებო უწყებას არ აქვს არანაირი შედეგი. 

ეკა ბესელია ამბობს, რომ ამის ორი მიზეზი არსებობს - ხელისუფლება ან ხელს აფარებს დამნაშავეებს ან ვერ იძიებს საქმეს, რაც მისი თქმით, სისუსტის ნიშანია. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთადერთი მიზნით - მის გასაჩუმებლად გაავრცელეს.

„ეს და სხვა მაგალითი, რომელიც გაჩნდა როგორც პრეცედენტი სამწუხაროდ, როგორც შანტაჟის და ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის. ეს მაგალითები მეტყველებს, რომ არის უსერიოზულესი პრობლემა, მათ შორის, "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში, რომელიც მოხდა ადამიანების შანტაჟი, სწორედ მათი ოჯახური საიდუმლოებებით თუ უკანონო ჩანაწერით. მე ამ საქმესთან დაკავშირებით ველოდები ამ დრომდე იმ დაპირებას, რომელიც მოვისმინე შს მინისტრის მხრიდან საჯარო სხდომაზე, პლენარულ სხდომაზე, როდესაც მათ თქვა, რომ მალე იქნება დასახელებული ამ დანაშაულის ჩამდენი პირველი წყარო. თუმცა, ამ დრომდე მე არ მაქვს პასუხი, არ მაქვს არც იმის განცდა, რომ შესაძლოა ის ადამიანები ნამდვილად იყვნენ გამოძიების მიერ დადგენილი. იმიტომ, რომ მაქვს განცდა, რომ ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ მოხდა ჩემი გაჩერებისთვის და დადუმებისთვის. თუ ეს ასე არ არის, დამიმტკიცონ სხვა რამ, მაჩვენონ სხვა ფაქტობრივი გარემოება და მე არ მიჭირს სახელი დავარქვა პირუთვნელად, რა ხდება,“ - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელია ამბობს, რომ ახალი პარტიის დაფუძნების შემდეგ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დეტალებზე ისაუბრებს და საეჭვო გარემოებებს დაასახელებს.

„ჩვენ გვაქვს ყრილობა 20 ივნისს ახალი პარტიის დაფუძნების და მე არ მინდა, ყრილობამდე ამ თემებზე უფრო მეტი დეტალის თქმა და საუბარი, თუმცა, ყრილობის შემდეგ, მე ვაპირებ რამდენიმე გარემოებაზე საუბარს, რაც მგონია, რომ არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროკურატურის და შსს-ს პირველი პირების მხრიდან უკვე მოვისმინო პასუხისმგებლობის შემცველი გადაწყვეტილებები და საბოლოო ინფორმაცია,“ - განაცხადა ბესელიამ.

დეპუტატის თქმით, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან, იცნობს მასალებს, სადაც აღმოაჩინა არაერთი საეჭვო გარემოება. 

„კითხვებს ვსვამ, რომ დაემთხვა რაღაც გარემოებები ვიღაცის გვარს, სადაც გარკვეული პირთა ჯგუფი მიცემულია პასუხისგებაში და იგივე ქმედებისთვის არ არის სხვა რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიცემული. თუ ვლაპარაკობთ კანონის წინაშე თანასწორობაზე, მაშინ, ყველას მიმართ სამართლიანი უნდა იყოს მიდგომა. დაემთხვა გვარი, მე ხომ არ ვამბობ, რომ ის ადამიანია მონაწილე,“ - განაცხადა ბესელიამ.

დღის ამბები