20 აპრილი 2024,   14:11
ვრცლად
ახალციხის სოფელ ანდაში მამაკაცმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა

ახალციხის სოფელ ანდაში მამაკაცმა ორი მეზობელი ნაჯახით დაჭრა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივებს ჭრილობები თავის არეში ბასრი საგნით აქვთ მიყენებული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე, ან უვადო ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველების მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 1977 წელს დაბადებული თ.ი. ბრალდებულმა თანასოფლელებს 1963 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1955 წელს დაბადებულ რ.ბ.-ს თავის არეში ბასრი საგნით ჭრილობები მიაყენა,“ - აღნიშნულია შსს-ის განცხადებაში.

დღის ამბები