18 აპრილი 2024,   23:59
ვრცლად
საპატრიარქო "თბილისი პრაიდის" წინააღდეგ გამოდის და ხელისუფლებას მსვლელობისთვის ხელის შეშლის მოთხოვნას უყენებს

საპატრიარქო "თბილისი პრაიდის" ჩატარების შეზღუდვას  ითხოვს. საგანგებო განცხადება საპატრიარქომ შუადღეს გაავრცელა და ხელისუფლებას მოსთხოვა არ მისცეს ორგანიზატორებს თბილისი პრაიდის ჩატარების უფლება.

ეკლესია მიმართვის ადრესატი მთავრობა, საქართველოში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები და არასამთავრობო სექტორია. თუ პრაიდის ორგანიზატორები თბილისის ქუჩებში მაინც გამოვლენ, კონტრაქციების გამართვას მხარს ეკლესიაც დაუჭერს.

სახალხო დამცველი ამბობს, რომ საპატრიარქოს ასეთი მკაცრი განცხადება შესაძლოა, ძალადობის მაპროვოცირებული იყოს.

საპატრიარქოს პოზიციას არ იზიარებს არც სამოქალაქო სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლება დიდი გამოცდის წინაშეა.

მთავრობის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კონსტიტუცია დაცული უნდა იყოს.

ხელისუფლებისგან განსხვავებით ლგბტ პირების თავისუფალი ნების გამოხატვაზე მყარია ოპოზიციის პოზიცია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სამართალდამცველებმა უნდა უზრუნველყონ მსვლელობამ ექსცესების გარეში ჩაიაროს.

ჩატარდება თუ არა დაგეგმილი თბილისის პრაიდი ქვეყნის დედაქალაქში საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

თუკი ლგბტ პირები მსვლელობას მოაწყობენ, პარალელურ შეკრებას სასულიერო პირებიც გეგმავენ, უსაფრთხოების რადიკალური ზომების მიღება პოლიციას მოუწევს.

ამავე თემაზე
დღის ამბები