25 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - სუსი

თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ საქართველოში დარღვევით შემოიტანა სხვადასხვა სახის საქონელი, რის გამოც საქართველოს საბაჟო საზღვარზე დაიწყო კანონით გათვალისწინებული პროცედურები-ტვირთის დათვალიერება და თანმხლებ დოკუმენტაციასთან შედარება.

სუს-ის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა მინადორა დ-სთვის, რომელმაც განიზრახა მოტყუებით დაუფლებოდა თურქი ბიზნესმენის თანხას. ამ მიზნით დაუკავშირდა მას და არწმუნებდა, რომ სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნებისთვის 13 000 ლარის გადახდის შემთხვევაში დააჩქარებდა საქონლის განბაჟებასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ტვირთის მესაკუთრისთვის დაბრუნებას.

მინადორა დ-მ დაითანხმა თურქი ბიზნესმენი და 2019 წლის 14 ივნისს წინასწარ გამოართვა თანხის ნაწილი - 6000 ლარი, რა დროსაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც  6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები