18 სექტემბერი 2019,   16:12
ვრცლად
ოლიგარქმა ვლადიმერ პლაჰოტნიუკმა მოლდოვა დატოვა

მოლდოვის დემოკრატიულ პარტიაში ადასტურებენ, რომ მათმა ლიდერმა, ოლიგარქმა ვლადიმერ ჰლაჰოტნიუკმა ქვეყანა დატოვა. გაერთიანების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ის შვეიცარიაში ოჯახთან გაემგზავრა. პარტიაში მედიას მოუწოდეს, თავი შეიკავოს ამ საკითხზე სპეკულაციისგან, რადგან ოლიგარქმა მოლდოვა მხოლოდ რამდენიმე დღით დატოვა.

დემოკრატიული პარტიის მთავრობის დაშლის შემდეგ კიშინიოვის აეროპორტიდან რამდენიმე კერძო თვითმფრინავი აფრინდა. ისინი მოსკოვში, ოდესაში და ასევე, ლონდონში დაეშვნენ. შესრულდა 5 ჩარტერული რეისი სტამბოლის მიმართულებითაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები