19 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა ჩინელ კოლეგას დაბადების დღე რუსული ნაყინით მიულოცა

ვლადიმერ პუტინმა ჩინელ კოლეგას დაბადების დღე რუსული ნაყინით მიულოცა. სი ძინპინი 66 წლის იუბილეს დუშამბეში შეხვდა, სადაც აზიის თანამშრომლობისა და ნდობის სამიტი მიმდინარეობს.

შეხვედრის გახსნამდე ვლადიმერ პუტინმა პირადად მიაკითხა სი ძინპინს რეზიდენციაში და ნაყინის მთელ შეკვრასთან ერთად, ჩინური წარწერით ტორტიც მიართვა.

დუშამბეს სამიტში აზიის 27 ქვეყანა მონაწილეობს, მოლაპარაკების მთავარი თემა კი რეგიონული უსაფრთხოება და არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაა.

დღის ამბები