20 აპრილი 2024,   09:22
ვრცლად
ქედაში გერმანელი ტურისტი ველოსიპედიდან გადმოვარდა და დაიღუპა

76 წლის გერმანელი ტურისტი სეირნობის დროს ველოსიპედიდან გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გობრონეთში მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რუსთავი 2-ს" განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზაა დანიშნული.

დღის ამბები