19 ივლისი 2019,   06:31
ვრცლად
ვუთხარი ნატა ფერაძეს, "ფუ შენს ქალობასთქო" და შევაფურთხე, - "თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე

"თბილისი პრაიდის" წინააღმდეგ გამართული აქციის ყველა დაკავებული მონაწილე ამ დროისთვის თავისუფალია. სასამართლომ გისოსებს მიღმა დარჩენილი 7 მამაკაცი გუშინ გვიან ღამით გაათავისუფლა. 3 მათგანს 1000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, დანარჩენების მიმართ გასატარებელი სანქციის შესახებ სასამართლო მომდევნო კვირას იმსჯელებს. დაკავებულებიდან ერთ-ერთი, გიორგი ოძელაშვილი, პოლიციის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე აკეთებს განცხადებას და ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატროში მას არ აძლევდნენ ტელეფონზე დარეკვის საშუალებას და არ აძლევდნენ არც საკვებს. სასამართლო დარბაზიდან გამოსულ ოძელაშვილს გული წაუვიდა. კონტარქციის ორგანოზატორები კი აცხადებენ, რომ დღეს ჯერ სამებაში, ილოცებენ, საღამოს 08:00 საათისთვის კი ვერის ბაღში შეიკრიბებიან. ორგანიზატორები იქ მისვლას მხოლოდ მამაკაცებს ურჩევენ.

"მე ვუთხარი ნატა ფერაძეს, რომელიც აყენებდა ეკლესიას შეურაცხყოფას, დედას აგინებდა მღვდლებს, ბოლოს შუა თითს გვაჩვენებდა ყველას, ვუთხარი "ფუ შენს ქალობასთქო" და შევაფურთხე. ამას ვამბობ და ვაღიარებ რაც გავაკეთე და რის გამოც დამიჭირეს მე ვფიქრობდი, მაგრამ სულ სხვა ბრალეულობები წამიყენეს, ვითომ მე პოლიციას შევაგინე ან ვინმეზე ხელით გავიწიე, საერთოდ უზრდელი სიტყვა არ მითქვია,"-აცხადებს ერთ-ერთი ბრალდებული.

დღის ამბები