დონალდ ტრამპი ლონდონის მერის მწვავე კრიტიკას განაგრძობს. ბრიტანეთის დედაქალაქში ძალადობის გახშირებული შემთხვევების გამო, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სადიკ ხანს კატასტროფა და ეროვნული სირცხვილი უწოდა.
twitter-ის ქსელში საკუთარი შეფასება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ დაწერა, რაც ერთ დღეში ლონდონში 5 თავდასხმა მოხდა.
შემთხვევების დროს სამი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს. პოლიციამ თავდასხმებთან დაკავშირებით 14 ეჭვმიტანილი დააკავა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ლონდონს ახალი მერი სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.