25 აპრილი 2024,   02:23
ვრცლად
200 ლარი თითო ჰექტარზე - შიდა ქართლში სტიქიით დაზარალებული ფერმერები შიშობენ რომ, მათ ცრუ დაპირება მისცეს

სტიქიით დაზარალებული ფერმერები შიდა ქართლში - ადგილობრივებს თითო ჰექტარზე 200 ლარიან კომპენსაციას დაჰპირდნენ, თუმცა ჯერ არც დაზარალებული ფერმერები აღურიცხავს ვინმეს და არც იმ თანხის ოდენობაა ცნობილი, რომელსაც ბიუჯეტი გაიღებს.

ნათესების გარდა, სოფელ ქერეში ძლიერმა სეტყვამ დააზიანა ადგილობრივების სახლებიც. ქერეში ყვებიან, რომ სტიქიით დაზარალებული ადგილობრივების პროტესტის შემდეგ, სოფელში გამგებელი აქტიურად გადაადგილდება. მან ბევრი დაპირება უკვე გასცა, მაგრამ სოფლის მცხოვრებლების ბაღები, ამ დრომდე, არ აღურიცხავს.

ადგილობრივი მაღალჩინოსნის იქ თითქმის არავის სჯერა. გლეხები დარწმუნებულები არიან, რომ გაეროს მიერ სტიქიით დაზარალებულები საზღვრისპირა სოფლებისთვის გამოყოფილ თანხას ისევ უფროსები დაინაწილებენ და ფერმერებს არაფერი ეშველებათ.

სტიქიით დაზარალებულებისათვის მთავრობის მიერ 1 ჰექტარზე გამოყოფილი 200 ლარი, რომელსაც ზოგი სულ ვერ აიღებს, გორის მერსაც ჰგონია რომ ცოტაა, მაგრამ საკმარისი. 

უცნობია, როგორ უნდა შეხვდნენ ზამთარს ქერეში. ქერეს გარდა, შიდა ქართლში 35 სოფელი დაისეტყვა. სტიქიამ 10 000 ჰექტარზე მეტი ხეხილის ბაღი გაანადგურა.

ავტორი: იზო ჩუბინიძე. 

 

დღის ამბები