18 აპრილი 2024,   12:36
ვრცლად
სოფლები, რომლებსაც მთის სტატუსი არ აქვთ - ადგილობრივები ფაქტს, პოლიტიკური ნიშნით შურისძიებას უკავშირებენ  

სოფელი გრემისხევი, სადაც არც სასმელი წყალი და არც ბუნებრივი აირი არ არის - საავტომობილო გზა არ არსებობს, 20 კილომეტრი ორმოებიან და ტალახიან გზის გავლას 2 საათი სჭირდება. 

სოფელი გრემისხევის 11 თემიდან სამი, მთის სტატუსის მინიჭებას სამი წელია უშედეგოდ ითხოვს. სოფელი პეტრიაანის, ქერუბანის და მიქელიანების მცხოვრებლების ადგილობრივი მოხუცები 40 ლარით გაზრდილ პენსიას ვერ იღებენ. სამივე სოფელი მთის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. 

პეტრიანელების პრობლემა სასმელი წყალია, სოფლის წყარო კი წყურვილის მოკვლის ერთადერთი საშუალება. ადგილობრივები ფეხით ერტ კილომეტრს გადიან, რომ  სახლამდე წყალი მიიტანონ. 

გრემისხეველები წლებია ხელისუფლებას პრობლემების გადაჭრას სთხოვენ, მაგრამ არაფერი იცვლება, ამ ფაქტს კი ისინი პოლიტიკური ნიშნით შურისძიებას უკავშირებენ.  

პოლიტიკური ნიშნით შურისძიებას გამორიცხავს სოფლის გამგებელი, მიუხედავად იმისა, რომ ის შვიდი წელია ამ პოზიციაზე მუშაობს, ზუსტად არ იცის პრობლემების მოგვარება რატომ არ ხდება.

დაპირებებში ბევრი წელი გავიდა. გრემისხეველები ოკუპაციასა და ყოფით პრობლემებს საკუთარი ძალებით უმკლავდებიან.

ავტორი: ნანა სისვაძე. 

 

 

 

 

დღის ამბები