მოსკოვის გეგმა 2020 წლის არჩევნების წინ - ულტრანაციონალისტური ძალების გააქტიურება რუსული გეგმის ნაწილია. ქართველი და უცხოელი სპეციალისტები ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოცხადებულ ძალადობის ქრონიკას ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ლევან ვასაძე რუსეთის ინსტრუქციებს ასრულებს.
ანალიტიკოსები რუსულ ჰიბრიდულ ომსა და მოსკოვის პოლიტიკური გავლენების ახალ ბერკეტებზე ამ წუთებში მსჯელობენ. თბილისში იმყოფება ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე და ჯო ბაიდენის მრჩეველი მაიკ კარპენეტერი.
„ყოველთვის მნიშვნელოვანია ნათელი მოეფინოს ჰიბრიდული ომის ტაქტიკას ამ რეგიონში. სწორედ ეს არის ის ხერხი, რომლითაც რუსეთი ცდილობს, პოლიტიკური გავლენის მოპოვებას საქართველოში 2008 წლის ომის შემდეგ,ამ მხრივ რუსტი ეკონომიკურ ბერკეტებსაც იყენებს. ძალზე მნიშვნელოვანია გვქონდეს შესაძლებლობა ხაზი გავუსვათ იმ ტაქტიკას,რომლითაც რუსეთი და სხვა ქვეყნები ცდილობენ საქართველოში ხელისუფლებაზე გავლენა მოახდინოს და როგორ უნდა გაუწიოს ამას წინააღმდეგობა საქართველომ.
საქართველოს მოსახლეობას არ სურს რუსულ გეოპოლიტიკურ სივრცეში ინტეგრირება ამიტომ რუსეთი პოულობს პრობლემებს აღვივებს მათ საზოგადოების დაყოფის მიზნით. ლგბტ საკითხები არის ის თემა,რომლითაც რუსეთს მანიპულირება მოსწონს, ეს საკითხი შექმნილია იმისთვის, რომ სხვა საკითხებიდან ყურადღების გადატანა მოხდეს. რუსეთს აქვს გამოცდილება ევროპულ ქვეყნებში ულტრამემარჯვენე დაჯგუფებების მხარდაჭერა და იგივეს აკეთებს საქართველოში,“-აცხადებს მაიკ კარპენეტერი.
ქართველი ანალიტიკოსებიც დარწმუნებულები არიან, რომ ლევან ვასაძის გააქტიურება და ძალადობრივი აქციების დაანონსება რუსეთიდან მართულია და მიზნად ქვეყნის ევროატლანტიკური გზიდან ჩამოშორებას ემსახურება.
შოთა უტიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ვასაძესა და მისი დაჯგუფების განცხადებებზე დროული რეაგირება უნდა მოახდინონ.
„ჰიბრიდული საფრთხის გამოხატულება იყო გუშინდელი აქციას, რომელიც გამართეს იმ ძალებმა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთთან და ცდილობენ საქართველოში შიდა დაპირისპირებისა და არეულობის შემოტანას და ქვეყნის ჩამოცილებას ყველაზე მნიშვნელოვანი გზიდან,“-აცხადებს შოთა უტიაშვილი.
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელი ლაშა ძებისაშვილიც ამბობს, რომ სწორედ რუსეთს სჭირდება ისეთი ჯგუფი საქართველოში, რომელიც სახელმწიფოებრიობას ანგრევს და ულტრანაციონალისტურ ჯგუფებს ქვეყანაში არეულობისთვის იყენებს.
კონფერენცია საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით იმართება. როგორც უნივერსიტეტი ხელმძღვანელი გიული ალასანია ამბობს, კონფერენციაზე რუსული საფრთხეების შესახებ ისაუბრებენ და ანალიტიკოსები საფრთხეებს შეაფასებენ. შეხვედრას არ ესწრებიან მმართველი გუნდის წარმომადგენლები.