16 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
„ეს ყველაფერი არის ჩვენი მოძრაობისთვის ერთი ბარტყის გადმოგდება" - დოლიძე და ჯანეზაშვილი სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღაზე საუბრობენ

სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები რეფორმას ფასადურს უწოდებენ. მათი ინფორმაციით, ცვლილებები მმართველმა გუნდმა მურუსიძე-ჩინჩალაძესთან შეთანხმებით მოამზადა.

ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე ამბობენ, რომ რეფორმა გათვლილია არა რეალურ შედეგებზე, არამედ ე.წ კლანის ინტერესებზე. საბჭოს წევრები დარწმუნებულები არიან, რომ ე.წ მეოთხე ტალღის რეფორმის პირობებში სასამართლოების დამოუკიდებლობა უზრუნველყოფილი არ იქნება.

„ეს ყველაფერი არის ჩვენი მოძრაობისთვის ერთი ბარტყის გადმოგდება. იმიტომ რომ სისტემურად არ ცვლის სიტუაციას, რომ სასამართლო სისტემას აკონტროლებს ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი და ეს კლანი ამა თუ იმ ბერკეტით საბოლოო ჯამში შეძლებს,რომ განახორციელოს საკუთარი ნება,“-აცხადებს ანა დოლიძე.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, თუ ხელისუფლებას სასამართლოს რეფორმა რეალურად სურს, მან ინდივიდუალური მოსამართლე უნდა გააძლიეროს და შეასუსტოს ჩინჩალაძის კლანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები