19 ივლისი 2019,   06:33
ვრცლად
აშშ ირანთან ომს არ აპირებს, თუმცა ყველაფერს გააკეთებს თეირანის სახიფათო ქმედებების შესაკავებლად - მაიკ პომპეო

ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან ომს არ აპირებს, თუმცა ყველაფერს გააკეთებს თეირანის სახიფათო ქმედებების შესაკავებლად - ამის შესახებ განცხადება მაიკ პომპეომ “FOX NEWS”-თვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. სახელმწიფო მდივნის თქმით, ომანის სრუტეში ტანკერებზე თავდასხმაში უდაოდ ირანია პასუხისმგებელი, მაგრამ ამის მიუხედავად, შეერთებულ შტატებს თეირანთან ომი არ სურს.

პომპეომ პირობა დადო, რომ საზღვაო სატრანსპორტო დერეფნებში თავისუფალი ნავიგაცია გარანტირებული იქნება. საამისოდ კი, შეერთებული შტატები ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს, მათ შორის დიპლომატიურსაც.

დღის ამბები