19 ოქტომბერი 2019,   22:32
ვრცლად
პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება ხელისუფლებას - სამადაშვილი ვასაძის მიერ დაანონსებულ კომბლების რევოლუციაზე 

„ის, რომ რუსეთის რბილი ძალა, მათ შორის ვასაძის მსგავსი ჯგუფების გააქტიურებით დღეს არის ასეთი მოძლიერებული ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება სწორედ ხელისუფლებას,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სალომე სამადაშვილი ლევან ვასაძის ძალადობრივ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც მან ლგბტ თემის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამართალდამცველების მისამართით გააკეთა. 

ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ვასაძის და მისი მომხრეების ჯგუფის ვერის ბაღში შეკრება არ უნდა დაეშვა. 

„ ხელისუფლებას ჩარევა უნდა განეხორციელებინა მანამდე იმიტომ, რომ რეალურად დრეს ჩვენ ვხედავთ, რომ ვასაძე და მისი გზავნილები გახდა საზოგადოებრივი განხილვის ცენტრალური თემა და რეალურად, აღკვეთის ღონისძიებები იმისთვის, რომ აქამდე საქმე არ მისულიყო ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა იმ დღემდე, სანამ მოხდა შესაბამისად შეკრება და ამ განცხადებების გაკეთება. ის, რომ რუსეთის რბილი ძალა, მათ შორის ვასაძის მსგავსი ჯგუფების გააქტიურებით დღეს არის ასეთი მოძლიერებული ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება სწორედ ხელისუფლებას,“ - განაცხადა სამადაშვილმა.

ლევან ვასაძის დანაშაულებრივ და ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებზე გამოძიება უკვე დაიწყო. ბიზნესმენს, რომელმაც გუშინ შექმნა თეთრ რაზმელების ფორმირება და მოხალისე კომბლეების რეგისტრაცია დაიწყო, უახლოეს მომავალში მოუწევს სამართალდამცავ უწყებაში მისვლა.

მისი სახელი და გვარი მართალია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, მაგრამ იქ ნათქვამია, რომ ძიება დაწყებულია უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და ხელმძღვანელობის მუხლით. არანაკლებ სახიფათო იყო ვასაძის მოწოდებებიც, რომელმაც ქვეყანაში ფაქტობრივად კომბლების რევოლუცია დააანონსა.

დღის ამბები