18 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
სერგეენკოს თანამდებობიდან პოპულარობის გამო უშვებენ - სამადაშვილი 

სერგეენკოს თანამდებობიდან პოპულარობის გამო უშვებენ - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.

მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის გადაყენება ბიძინა ივანიშვილის პირადი გადაწყვეტილებაა. სამადაშვილის აზრით, ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საზოგადოებრივი აზრის არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯანდაცვის მინისტრს ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს. 

"სერგეენკო გახდა იმ გამოკითხვების მსხვერპლი, რომელმაც დაადასტურა, რომ მას ბევრად მეტი კეთილგანწყობილი ადამიანი ჰყავს ქვეყანაში ვიდრე ივანიშვილს. სამწუხაროდ ჩვენი სახელმწიფო გადაქცეული არის ივანიშვილის პირად შპს-დ ის ნიშნავს საკუთარი დაცვის უფროსს სუს-ის უფროსად, საკუთარი ექიმი ჰყავდა ჯანდაცვის მინისტრად. ახლა როგორც ჩანს შესაძლოა,იგივე გააკეთოს, მაგრამ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, შესაბამისად მარტივად სამართავი ადამიანების წამოწევა სურს,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

სერგეენკო "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში არ გამორიცხავს, რომ თანამდებობიდან გადააყენონ. ჯერ კიდევ მოქმედი მინისტრი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების პრეროგატივა პრემიერს აქვს და მის საჯარო განცხადებამდე გადადგომაზე ვერ ისაუბრებს. 

ჯერჯერობით უცნობია როდის დატოვებს ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობას. თუმცა ცნობილია ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრფინგი დღეს 14:00 საათზეა ჩანიშნული. არ არის გამორიცხული ბახტაძემ სერგეენკოს გადაყენების შესახებ განცხადება, სწორედ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთოს. 

დღის ამბები