ჰონგ-კონგში მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის განხილვების შეჩერების შემდეგ მოსახლეობა უკვე რეგიონის ლიდერის გადადგომას მოითხოვს. ორგანიზატორების თქმით, გუშინ ქალაქის ქუჩებში რეკორდული რაოდენობის, 2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა.
მთავრობის მიერ დათმობაზე წასვლის მიუხედავად, დემონსტრანტები უკან დახევას არ აპირებენ და კანონპროექტის საერთოდ გაუქმებას ითხოვენ.
მოსახლეობის უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ დოკუმენტი სასამართლოს წინაშე წარსადგენად ეჭვმიტანილების ჩინეთის ტერიტორიაზე გადაყვანის საშუალებას იძლევა.