19 აპრილი 2024,   14:58
ვრცლად
რომის პაპმა კამერინოში 2016 წლის მიწისძვრების შედეგად დაღუპულებს პატივი მიაგო

პაპმა ფრანცისკემ 2016 წლის ძლიერი მიწისძვრების დროს დაზარალებული ქალაქი მოინახულა. კათოლიკური ეკლესიის მეთაური კამერინოში ჩავიდა და მესა ჩაატარა. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ყოფნის დროს პაპს თავზე სახანძრო სამსახურის ჩაფხუტი ეხურა. პაპი მიწისძვრის შემდეგ რესტავრირებულ სახლებში მცხოვრებ ადამიანებსაც ესტუმრა.

 სტიქიას 2016  წელს იტალიის ცენტრალურ რეგიონებში 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები