19 ივლისი 2019,   06:34
ვრცლად
უნდა გაბედოს ხელისუფლებამ და მართლწესრიგი თვითონ დაიცვას - ნაცვლიშვილი ვასაძის განცხადებებს ეხმაურება 

სასაცილოა, როცა მართლწესრიგის დამყარებას ერთი ჯგუფი ცდილობს - ეს განცხადება, პარლამენტის წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა ლევან ვასაძის და მისი დაჯგუფების სამოქმედო გეგმის შეფასებისას გააკეთა.

ბექა ნაცვლიშვილისთვის მიუღებელია ლევან ვასაძის განცხადებები, რომელიც ლგბტ თემის, არასამთავრობოების და საელჩოების მისამართით მუქარას შეიცავს.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს ნება კონკრეტულ დაჯგუფებებს თავად დაამყარონ მართლწესრიგი.

„უნდა გაბედოს ხელისუფლებამ და მართლწესრიგი თვითონ უნდა დაიცვას თუ რამე მოხდება და არცერთ შემთხვევაში არ უნდა გადავაბაროთ საზოგადოებრივ ჯგუფებს მართლწესრიგის დაცვა,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

ლევან ვასაძის დანაშაულებრივ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე გამოძიება დაიწყო. ბიზნესმენს, რომელმაც გუშინ შექმნა თეთრ რაზმელების ფორმირება და მოხალისე კომბლეების რეგისტრაცია დაიწყო, უახლოეს მომავალში მოუწევს სამართალდამცავ უწყებაში მისვლა.

მისი სახელი და გვარი მართალია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებული არაა, მაგრამ იქ ნათქვამია, რომ ძიება დაწყებულია უკანონო ფორმირებების ჩამოყალიბებისა და ხელმძღვანელობის მუხლით. არანაკლებ სახიფათო იყო ვასაძის მოწოდებებიც, რომელმაც ქვეყანაში ფაქტობრივად კომბლების რევოლუცია დააანონსა.

ამავე თემაზე
დღის ამბები