24 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული საზოგადოებაზე, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია - ბახტაძე ლგბტ თემის ირგვლივ არსებულ დაპირისპირებაზე

ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში და სამართლის ნორმების დარღვევას მოჰყვება შესაბამისი ნაბიჯები - ასე პასუხობს პრემიერი კითხვას ლევან ვასაძის დაანონსებული სახალხო ლეგიონის შექმნის შესახებ.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ შს სამინისტრომ უკანონო დაჯგუფებების შექმნის შესახებ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება შესაბამისი მუხლით დაიწყო და ეს მიდგომა ექნება სახელმწიფოს ყველა იმ საკითხის მიმართ, სადაც კანონდარღვევის შესაძლო ნიშნები გამოიკვეთება.

დაკავშირებული სურათი„შს სამინისტრომ შესაბამისი მუხლით დაიწყო გამოძიება. ბუნებრივია, იგივე მიდგომა ექნება ნებისმიერი სხვა საკითხის მიმართ, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს კანონის დარღვევის ნიშნები,“-განაცხადა პრემიერმა.

ის ასევე გამოეხმაურა 14 ივნისს კანცელარიასთან განვითარებულ მოვლენებს, როდესაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ღონისძიების ჩატარების უფლების მოთხოვნით აქციას მართავდნენ, თუმცა მათ გარკვეული ჯგუფები და მათ შორის ლევან ვასაძე დაუპირისპირდა.

მამუკა ბახტაძე ამბობს, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის გამოხატვის უფლება დაცულია და ასევე დაცულია მოქალაქეების უსაფრთხობა.

მამუკა ბახტაძე-ის სურათის შედეგი„აქვე მსურს გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რასაც მოჰყვა ვნებათაღელვა. საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ ამავე დროს გვაქვს ვალდებულება ნებისმიერ მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ბოლო დღეები, რაც ვიხილეთ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს,“-განაცხადა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის როგორ მოქალაქე თვლის, რომ ვითარება ხელოვნურად მართულია და ქვეყანაში აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ემსახურება. პრემიერის განცხადებით, ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების პრობლემა არ დგას, მთავარი პრობლემა ოკუპაცია და სიღარიბეა.

მამუკა ბახტაძე-ის სურათის შედეგი„მინდა როგორც რიგითმა მოქალაქემ გითხრათ ჩემი შთაბეჭდილება. მე ვფიქრობ, ეს საკითხი არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი.

არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი საქართველოში დღეს არის პრობლემური,საქართველოს აქვს კანონმდებლობა, თითოეული ადამიანის უფლებები არის დაცული და პრობლემა რაც არის, ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება საქართველოში თავზე მოხვევა, რადგან ჩვენ გვაქვს საკანონდებლო ჩარჩო ყველა ადამიანის უფლება არის დაცული და ჩვენ ამას ვუზრუნველყოფთ, პრობლემები და გამოწვევები რაც არის საქართველოში ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე.  საქართველოში არის გამოხატვის უფლება უზრუნველყოფილი, ისევე როგორც უზრუნველყოფილია უსაფრთხობა, სახელმწიფო ინსტიტუტები ამას ახორციელებენ და ახორციელებენ ძალიან მაღალ დონეზე,“-განაცხადა ბახტაძემ.

დღის ამბები