19 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
დროულად მოხდეს შედეგის მიღწევა - ვასაძის მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით არასამთავრობოები შსს-ს მიმართავენ

"გონივრულ ვადებში, დროულად მოხდეს კონკრეტული შედეგის მიღწევა" - ლევან ვასაძის და მისი დაჯგუფებების სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სამართალდამცავ უწყებებს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, სულხან სალაძე ამბობს, რომ მუქარის შემცველი განცხადებების გამოძიება დროში არ უნდა გაიწელოს, რადგან ვასაძის დაჯგუფებები უახლოეს დღეებში გეგმავენ კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას.

„ნებისმიერ შემთხვევაში, სამინისტროს ფუნქციაა, რადგან გამოძიება დაწყებულია, საქმეს მიყვეს ბოლომდე, ყველა შესაძლო ვერსია იყოს განხილული. ერთი, ჩვენ ვიცით, რომ მოვლენების ძირითადი განვითარება უნდა იყოს სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში და ეს არ არის იმ ტიპის საქმე, რომ ამ საქმეზე თუ გამოძიების საფუძველი არსებობს, გამოძიება გაიწელოს წლების განმავლობაში. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ უახლოეს დღეებში ალბათ, უფრო მეტი სიცხადის შეტანა შესაძლებელია ამ საქმის გამოძიების პროცესში,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

შსს-ს, მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული კონტრაქციის ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ურჩევს, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე.

„არსებითია, რომ შსს-მ ჩააბაროს ეს მნიშვნელოვანი ტესტი და მიმდინარე გამოძიება იყოს რეალური და ეფექტიანი. ჩვენ მათ შორის, 14 ივნისს კანცელარიასთან გამართული აქციის დროს, ვუთითებდით, რომ არსებითი იყო აქციის ორგანიზატორების სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოწმება, იმიტომ რომ ისინი აქციის დაწყებისთანავე ღიად ავლენდნენ ძალადობრივ განზრახვებს და მოტივაციას და ის იმუნიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში ამ ადამიანებს აქვთ წლების განმავლობაში, მათი ძალადობრივი, შუღლის გაღვივებაზე ორიენტირებული განცხადებების გამო არის დღეს უკვე სიტუაციის ესკალაციის და მათი პოლიტიკური რადიკალიზების მიზეზი,“ - განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები