15 ივლისი 2019,   23:04
ვრცლად
ვასაძის კომბლების რევოლუცია - სასულიერო პირების ნაწილი მრევლს დაჯგუფებაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ლევან ვასაძის სახალხო ლეგიონი და კომბლების რევოლუცია - ლგბტ თემისა და მათი უფლებების დამცველების წინააღმდეგ ვასაძის დაანონსებულ სახალხო ბრძოლას სასულიერო პირები ეხმაურებიან.

მაღალი იერარქიის სასულიერო პირების, მათ შორის სინოდის წევრების  პოზიცია განსხვავებულია. ნაწილი გმობს ძალადობას და მრევლს თავშეკავებისკენ მოუწოდებს, თუმცა არსებობენ ისეთი მღვდელმთავრები, რომლებიც საკუთარ სულიერ შვილებს ვასაძის ლეგიონში გაწევრიანების კურთხევას აძლევენ.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე ვასაძის განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და დაწერა, რომ ბიზნესმენი ქვეყნის ამოტრიალებას ცდილობს.

„ვასაძე და მისი მიმდევრები ქვეყნის ამოტრიალებას ცდილობენ. უზნეოები ზნეობას როგორ დაიცავენ?თუ მხოლოდ უკანალის დაცვაა ზნეობა?“-წერს დეკანოზი ილია.

მეუფე იასაია კი საგაზეთო ინტერვიუსი ამბობს, რომ მას არასოდეს მიუღია მონაწილეობა ისეთ ღონისძიებებში, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევდა. „ბუნებით რევოლუციონერი არ ვარ“-ამბობს მეუფე და ვასაძის მოწოდებას ემიჯნება.

თუმცა სხვაგვარი პოზიცია აქვს სინოდის წევრს, მარნეულისა და ხუჯაბის ეპისკოპოსს მეუფე გიორგის. ის საკუთარ მრევლს მოუწოდებს შეუერთდნენ ვასაძეს და ერთად ალაგმონ „სოდომისტურ-აღვირახსნილი მოძრაობა.“

„მოგმართავთ ჩემს მრევლს, კერძოდ კაცებს, ვისთვისაც ღმერთი სამშობლო და ადამიანის ღირსება წარმოადგენს მთავარ ღირებულებას, შეუერთდეს ლევან ვასაძის წამოწყებულ მოძრაობას. რომელიც მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყანაში სოდომისტურ-აღვირახსნილი მოძრაობის ალაგმვას,“-ამბობს მეუფე გიორგი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.

დღის ამბები