19 აპრილი 2024,   19:07
ვრცლად
სვანეთში სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა - ტურისტული ჯგუფის წევრი, მთიდან გადავარდა

სვანეთში სლოვაკეთის მოქალაქე დაიღუპა. 4-კაციანი ტურისტული ჯგუფის წევრი, თეთლუნდიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. 

გარდაცვლილი ტურისტი მაშველებმა მთის ფერდობზე იპოვეს და მესტიაში გადმოასვენეს. დანარჩენმა ტურისტებმა მაშველების დახმარებაზე უარი თქვეს და მესტიისკენ გზა ფეხით გააგრძელეს. მათთან მუდმივ კავშირზე იმყოფება სამაშველო სამსახური, ტურისტების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები