20 აპრილი 2024,   14:22
ვრცლად
პრემიერს აქვს პრეროგატივა, მიიღოს ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება - საქართველოს მთავრობის წევრები

„პრემიერ-მინისტრს აქვს პრეროგატივა, მიიღოს ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება,“ - ასეთია საქართველოს მთავრობის წევრების განცხადება, დავით სერგეენკოს შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით.

დღეს პრემიერმა ბრიფინგზე არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დავით სერგეენკო შეიძლება გადააყენონ და ის საჩხერის კლინიკის დირექტორით ჩაანაცვლოს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მინისტრის ცვლილებაზე გადაწყვეტილება პრემიერმა უნდა მიიღოს.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ დავით სერგეენკო მმართველ გუნდში იყო და იქნება.

Image result for მაია ცქიტიშვილი„პრემიერმინისტრს აქვს პრეროგატივა, მიიღოს ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება, მთავრობის ნებისმიერ წევრთან დაკავშირებით. ამასთან მიმართებით კონსულტაციები გუნდში ყოველთვის მიმდინარეობს, თუმცა, ბატონი მამუკას პრეროგატივაა, თუნდაც მხოლოდ მან ცალმხრივად მიიღოს ასეთი სახის გადაწყვეტილება და ასევე, დღეს ბრიფინგზე თქვენც მოისმინეთ ბატონი მამუკას განცხადება, რომ ბატონი დავითი იყო და რჩება ჩვენი გუნდის წევრი. შესაბამისად, რაიმე სახის საკადრო გადაწყვეტილებას თუ ექნება ადგილი, ბატონი მამუკა ამას თვითონ გაცნობებთ ბატონ დავითთან მიმართებაში, ჩემთან მიმართებაში თუ ნებისმიერ სხვა მთავრობის წევრთან მიმართებაში,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სერგეენკოს გადაყენების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

Image result for დავით ზალკალიანი„მე არ მაქვს ასეთი ინფორმაცია, ეს თქვენ ამბობთ ამას. რაც შეეხება პრემიერს, პრემიერმა გასცა ამაზე პასუხი და მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დღევანდელი მთავრობის სხდომაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა. საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს პრემიერმინისტრი, ეს მისი პრეროგატივაა და პრემიერმინისტრი, ბუნებრივია, თუკი ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ის ამის შესახებ საზოგადოებას აცნობს. რაც შეეხება დავით სერგეენკოს, ის არის, იყო და იქნება ჩვენი გუნდის ძალიან ღირებული წევრი,“ - განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ საკადრო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებას პრემიერი იღებს.

Image result for ნათია თურნავა„სამთავრობო ცვლილებები წარმოადგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივას, აქედან გამომდინარე, ის იღებს გადაწყვეტილებას სხვადასხვა ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ ამის საჭიროებას დაინახავს და ყოველთვის ხდება ასეთი ცვლილების დასაბუთება. მე ვერაფერს დაგიდასტურებთ, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია. ზოგადად, მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა მინდა მოგიწოდოთ, ნუ გავავრცელებთ ნაადრევად უსაფუძვლო ხმებს, იმიტომ, რომ სხვა ყველაფერთან ერთად ეს ქმნის არაპროგნოზირებად განცდას და ბიზნესებს მაინცდამაინც არ უყვარს არაპროგნოზირებადი გარემო, ნუ შეუწყობთ ამას ხელს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები