23 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
"ეს იქნება ქაჯობა საერთაშორისო პოლიტიკაში,“-ქუცნაშვილი რუსი დეპუტატების საქართველოში შემოშვების აკრძალვაზე საუბრობს

თბილისში მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეაზე რუსეთის სათათბიროს მრავალრიცხოვანი დელეგაცია ჩამოდის. მათ შორის არიან კრემლის კარზე მიღებული ის პოლიტიკოსებიც, რომლებსაც ოპოზიციის მტკიცებით, დარღვეული აქვთ ოკუპაციის შესახებ კანონი, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ კი არაერთი საჯარო განცხადება გაუკეთებიათ.

ოპოზიციის პრეტენზიებს არ იზიარებს ხელისუფლება და აცხადებს, რომ გავრილოვის მიერ ოკუპაციის კანონის დარღვევა, დამტკიცებული არ არის. ზაქარია ქუცნაშვილის შეფასებით, საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება დეპუტატების საჯარო განცხადებების საფუძველზე არ უნდა მოხდეს.

ზაქარია ქუცნაშვილი-ის სურათის შედეგი„ის, რომ ბატონი გავრილოვი არის ოკუპაციის კანონის დამრღვევი, არ შეესაბამება სიმართლეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიღწევა სწორედ ისაა, რომ მან მოიტანა თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება მათ შორის, დაცულია ჩვენ ქვეყანაში. ამის გათვალისწინებით, იმის გამო, რომ ჩვენთვის მიუღებელი განცხადებები აქვთ გაკეთებული ვიღაც დეპუტატებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება, არ შემოვუშვათ საქართველოში. იმიტომ, რომ აზრის გამოხატვის გამო თუ დავიწყებთ ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციების ორგანიზებას და პირიქით, საერთაშორისო ღონისძიების ჩაშლას, ეს იქნება ქაჯობა საერთაშორისო პოლიტიკაში,“ - განაცხადა „ქართული ოცნების წევრმა,“ - ზაქარია ქუცნაშვილმა.

საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლას მიესალმება „პატრიოტთა ალიანსიც.“ ადა მარშანია ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ენდობა და აპირებს გავრილოვის განცხადებები პირადად გადაამოწმოს.

ადა მარშანია-ის სურათის შედეგი„დელეგაციის არც ერთი წევრი არ არის ნამყოფი აფხაზეთში უკანონოდ. ჩვენ ეს სპეციალურად გადავამოწმეთ. ჯერ ერთი მე უნდა ვნახო თავად, რა თქვა გავრილოვმა და რა კონტექსტში თქვა. იმიტომ, რომ თქვენ არ გეწყინოთ და თქვენ გიყვართ კონტექსტების გამრუდება. მე თავად უნდა მოვუსმინო გავრილოვს, ის თუ აქ ჩამოვა და შემოუშვებენ, ზუსტადაც მისთვის ვსაუბრობ,"- აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ადა მარშანია.

მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეას საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. 19-დან 23 ივნისის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნიდან წარმომადგენლებს ავლაბრის რეზიდენციაში მიიღებენ.

გავრილოვთან ერთად მოსკოვიდან ჩამოდიან ალექსეი ჩეპა და ივან სუხარევი, რომლებსაც არაერთი განცხადება აქვთ გაკეთებული საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის წინააღმდეგ და ნამყოფი არიან ოკუპირებულ ყირიმში.

დღის ამბები