21 ნოემბერი 2019,   15:54
ვრცლად
სერგეენკო გაათავისუფლეს შიდა ინტრიგების გამო - რომან გოცირიძე

სერგეენკო გაათავისუფლეს შიდა ინტრიგების გამო - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.

რომან გოცირიძე დარწმუნებულია, რომ დავით სერგეენკო მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას შეეწირა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრის მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმები წარუმატებელი იყო, ის არ ყოფილა კორუმპირებული თანამდებობის პირი.

„მიზეზები უნდა ვეძებოთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგიაში, ამიტომ, მე ფსიქოლოგიურ კვლევებს ვერ დავიწყებ. ძალიან საყვარელი მინისტრებია, როგორც ჩანს, უყვარს ასეთი გამონათქვამი და ერთ-ერთი საყვარელი გაწირა, ამბობენ, შიდა ინტრიგების გამო. ის არ იყო კორუმპირებული და მან ბევრი კორუმპირებული თავისი მოადგილე თუ თანამშრომელი გაათავისუფლა, მიუხედავად ამისა, სერგეენკოს მიერ ჩატარებული ეკონომიკური რეფორმები იყო ცუდი, ვინაიდან მრავალი მილიარდი დაიხარჯა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ მას არ ჰქონდა სათანადო უკუგება, ეს უშუალოდ მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მიდგომების ბრალი იყო,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დღის ამბები