19 აპრილი 2024,   14:06
ვრცლად
რუსთავში 11 წლის ბავშვი ტბაში დაიხრჩო

რუსთავში 11 წლის ბავშვი ტბაში დაიხრჩო. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცავები. ცხედარი კი პროზექტურაშია გადასვენებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, ტბაზე რამდენიმე ბავშვი თამაშობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ისინი დაცვის თანამშრომელთან მივიდნენ და ერთ-ერთი მათგანის მოძებნაში დახმარება სთხოვეს. დაცვის თანამშრომელი იხსენებს, რომ ბავშვებს თავიდანვე არ უთქვამთ, რომ 11 წლის მოზარდი წყალში იყო. ამის შესახებ მათ მოგვიანებით გაამხილეს. როგორც რუსთავის პარკის დაცვა "კურიერთან" ყვება, ინფორმაციის გაგებისთანავე, მაშველებმა ტბაში მოზარდის ძებნა დაიწყეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.

თავად მაშველები აცხადებენ, რომ წვიმის დაწყებისთანავე პარკის ყველა დამსვენებელმა გაფრთხილება მიიღო, რომ ტბიდან ამოსულიყვნენ, თუმცა ბავშვები ყვებიან, რომ ტყუპისცალმა, რომელიც გარდაიცვალა, სწორედ ამ დროს ჩაყვინთა წყალში.

როგორც „რუსთავი 2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები