24 აპრილი 2024,   10:26
ვრცლად
აშშ მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას იწყებს

შეერთებული შტატები მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას იწყებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საკუთარ “Twitter”-ის  გვერდზე დაწერა.

ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, დეპორტაციის პროცესს საემიგრაციო და საბაჟო პოლიცია მომავალი კვირიდან დაიწყებს. ტრამპის განმარტებით, ქვეყანას მილიონობით უცხოელი დატოვებს, რომლების შეერთებულ შტატებში უკანონოდ შევიდნენ.

მან ასევე დადებითად შეაფასა მექსიკის ხელისუფლების მიერ საემიგრაციო კანონების გამკაცრება. "ხალხის შეჩერებით მექსიკა კარგ საქმეს აკეთებს" - წერს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები