18 აპრილი 2024,   21:56
ვრცლად
2 მილიონ 258 961 ათასი ლარის მითვისება - დაკავებულია ერთი პირი 

დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისება - დაკავებულია ერთი პირი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობდა განახორციელა ფინანსური ტრანზაქციები, თითქოს, ხდებოდა არსებული საგადასახადო ვალდებულებების და პარტნიორი კომპანიების დავალიანებების დაფარვა.

რეალურად კი მან კომპანიის კუთვნილი, 2 მილიონ 258 961 ათასი ლარი მიითვისა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები