24 აპრილი 2024,   02:03
ვრცლად
სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტს განახორციელებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტს განახორციელებს.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა და საქართველოში USAID მისიის დირექტორმა, პიტერ ვიბლერმა მოაწერეს.  

მანამდე კი სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარმატებით გაიარა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხარისხის პროცედურა.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა USAID-სთვის. ჩვენ ახლახანს მოვაწერეთ ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლითაც USAID-სა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობა სრულიად ახალ საფეხურზე გადადის.

ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. უაღრესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებისათვის ისიც, რომ უზრუნველყონ მთავრობის  წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება და ეს ყველაფერი   დემოკრატიისა და გამჭვირვალობის საფუძველზე განახორციელონ.

ჩვენ ვადასტურებთ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესაძლებლობებს ამ მიზნების მისაღწევად. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა  ახალ საფეხურზე გადავა,”-განაცხადა პიტერ ვიბლერიმ.

დღის ამბები