24 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოში დაკითხვისას გარდაიცვალა 

ეგვიპტე მორიგი კრიზისის და სახალხო მღელვარების ზღვარზეა. მიზეზი ყოფილი პრეზიდენტის სიკვდილი გახდა. მუჰამედ მურსი მოულოდნელად სასამართლოს დარბაზში გარდაიცვალა, სადაც მის წინააღმდეგ ჯაშუშობის საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

პროკურორის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მას შემდეგ წაიქცა, რაც სასამართლოს წინაშე სიტყვით გამოვიდა. მედიკოსები აცხადებენ, რომ გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. პოლიტიკოსს დიაბეტი და მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა.

ამ ვერსიის არ სჯერა არც მურსის პოლიტიკურ გაერთიანებას და არც ოპოზიციას. "მუსლიმთა საძმო"- მკვლელობაზე საუბრობს და მასობრივი აქციებს აანონსებს.

დღის ამბები