20 აპრილი 2024,   13:52
ვრცლად
კობმალს პოლიციის მიმართ გამოვიყენებთ თუ პოლიცია ქართველ ხალხზე აღმართავს ხელს - ვასაძის ლეგიონერი

ლევან ვასაძე და მისი ლეგიონერები არ აპირებენ ხელი აიღონ განზრახვაზე და კვლავაც აცხადებენ, რომ ნებისმიერ ფასად, წინ აღუდგებიან და ხელს შეუშლიან ლგბტ თემის უფლებადამცველებს.

მსგავსი ტიპის შინაარსის განცხადებებს სიძულვილით მოტივირებული ჯგუფის წევრები პოლიციის მთავარი სამმართველოს შესასვლელთან აკეთებენ, სადაც ისინი დღეს გამოკითხავზე იმყოფებოდნენ. 

ლევან ვასაძის დაჯგუფების ერთ-ერთი წევრი, ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი დავით ცინცქილაძე სამართალდამცავების მისამართით მორიგ მუქარას ახმოვანებს. ის ამბობს, რომ პოლიციის მიმართ კომბალს იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ წესრიგის დაცვას ვერ მოახერხებენ.

„პოლიციის კორდონები გაირღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიციამ ამგვარი უზნეოების, გარყვნილების, მამათმავლების, ლესბოსელების, მამაძაღლების და უკუღმართების მიტინგის, აქციის, პარადის და მსგავსი სახის აქციის ჩატარებას შეეცდება, ჩვენს სამშობლოში, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში. პოლიციის მიმართ გამოვიყენებთ იმ შემთხვევაში კომბალს თუ პოლიცია ქართველ ხალხზე აღმართავს ხელს. ლეგიტიმაცია მოგვცა ქართველმა ხალხმა, ქართველი ხალხი ვართ ჩვენ. მე მინდა შს მინისტრის მოადგილეს, ნათია მეზვრიშვილს  ვუთხრა, რომ მე ვარ რაინდი და მე ისინი თუ არ დაიცავენ ქვეყანაში წესრიგს, მე, როგორც უფლებადამცველი დავით ცინცქილაძე, ვიქნები ერთ-ერთი, ვინც დაიცავს საქართველოში წესრიგს იმის გამო, რომ არ მოხდეს ამ სიბინძურის, ამ გარყვნილების პროპაგანდირება,“ - განაცხადა დავით ცინცქილაძემ.

ძიება უკანონო ფორმირებების შექმნისა და ხელმძღვანელობის მუხლით ლევან ვასაძის მიერ ვერის ბაღში გაკეთებული განცხადებების შემდეგ დაიწყო.

ამავე თემაზე
დღის ამბები