19 ოქტომბერი 2019,   22:35
ვრცლად
ხელისუფლება, რომელიც მასპინძლობს გავრილოვს, ეთანხმება, რომ შემდგარი ფაქტია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა - სამადაშვილი

საქართველოში ანტიქართული განწყობის მქონე რუსეთის დუმის დეპუტატი ახალი ურთიერთობების დასალაგებლად ჩამოდის - ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სერგეი გავრილოვი,რომელიც საქართველოს და საერთაშორისო საზოგადოებას ურჩევს, შეეგუოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ქვეყანაში არ უნდა შემოუშვან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება გავრილოვის მასპინძლობით დაადასტურებს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის განცხადებებს ეთანხმება. სალომე სამადაშვილი მმართველ გუნდ მოუწოდებს, ღიად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, რათა საზოგადოებამ განსაჯოს სურს თუ არა ხელისუფლება, რომელიც გავრილოვისა და პუტინის შეხედულებების თანამოაზრეა.

„ის ხელისუფლება, რომელიც მასპინძლობს ბატონ გავრილოვს, როგორც ჩანს ეთანხმება გავრილოვის შეხედულებას, რომ შემდგარი ფაქტია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და როგორც ჩანს, იზიარებს შეხედულებას, რომ ამას უნდა შეეგუოს საერთაშორისო თანამეგობრობაც და ჩვენი საზოგადოებაც.

ჯობს ეს ღიად განაცხადონ და რიად დააფიქსირონ ჩვენს მოქალაქეებთან საკუთარი პოზიცია, რადგან ქართველ ხალხს მიეცეს შესაძლებლობა თავად განსაჯოს, სურს თუ არა ხელისუფლება რომელიც იზიარებს რუსეთის, პუტინისა და გავრილოვის შეხედულებებს ამ საკითხზე,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სერგეი გავრილოვი, სხვა რუს დეპუტატებთან ერთად საქართველოში დაგეგმილ მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეის ფარგლებში ხვალ აპირებს ჩამოსვლას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები