25 აპრილი 2024,   02:16
ვრცლად
ბათუმის ბულვარში 16 წლის მოზარდს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სცემეს - თვითმხილველები

ბათუმის ცენტრალურ ბულვარში დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა 16 წლის ბიჭს სცემეს - აღნიშნულის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. მათი თქმით, მოზარდი ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც მას პოლიციის თანამშრომლებმა ველობილიკზე გადასვლა სთხოვეს.

მითითებას შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც დაცვის პოლიციის სამი თანამშრომელი, ასევე თვითმხილველების თქმით, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ცემისას ბიჭი ცუდად გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

ამ წუთებში არასრულწლოვანი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმღებში იმყოფება.

როგორც ექიმი ამბობს, მოზარდს თვალისთვის ხილული ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება და სამედიცინო ექსპერტიზას საჭიროებს.

დღის ამბები