19 აპრილი 2024,   08:59
ვრცლად
ტაეკვანდოს დაკავებულ მწვრთნელებს 4 ათასლარიანი გირაო შეეფარდათ

ფოთში დაკავებულ მწვრთნელებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ოთხი ათასლარიანი გირაო შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით ფოთის საქალაქო სასამართლომ იმსჯელა. მწვრთნელები ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებენ.

საქმე ეხება 16 ივნისს მომხდარ ინციდენტს, რომელიც ფოთში ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე მოხდა. ერთმანეთს ტაეკვონდოს ფედერაციის გამგეობის წევრები და მწვრთნელები დაუპირისპირდნენ.

მწვრთნელების განცხადებით, გამგეობის წევრებმა პროვოკაცია მოაწყვეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამართალდამცველებმა სამი მწვრთნელი დააკავეს. შემდეგი სასამართლო სხდომა 26 ივნისსა დანიშნული.

დღის ამბები