19 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვი საქართველოში კალაშნიკოვის ავტომატის შემდეგ ახლა უკვე ჯვრით ხელში ჩამოდის

კალაშნიკოვის ავტომატის შემდეგ ახლა უკვე ჯვრით ხელში საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატი ჩამოდის. სერგეი გავრილოვი, რომელიც ჯერ აფხაზეთში ომში მონაწილეობდა და 2008 წელს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ხმა მისცა, ხვალ თბილისში ერთმორწმუნეობაზე ისაუბრებს.

სერგეი გავრილოვი თბილისში ჩამოსასვლელად ემზადება და ქართველ კოლეგებს აფხაზეთისა დ ოსეთის დამოუკიდებლობასთან შეგუებას ურჩევს.

გავრილოვი, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ საქართველოს ინტერესების ღია მოწინააღმდეგე, სადამ ჰუსეინის პოლიტიკის მომხრე და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მხარდამჭერი და გამხმოვანებელია, თბილისში მეგობრულ დახვედრას მმართველი გუნდისა და ზაქარია ქუცნაშვილისგან ელოდება.

სერგეი გავრილოვის ძალიან ღია და მკაფიო გზავნილის მიუხედავად, ქუცნაშვილი პრობლემას ვერ ხედავს, ქვეყნაში რუსული აგრესიის მონაწილე შემოვიდეს.

„ოცნების“ დეპუტატი საკუთარი პოზიციების გასამყარებლად გაეროსა და ეუთოს მაგალითს იყენებს და ოპოზიციის კრიტიკა უკვირს. ეს არგუმენტი კი ოპოზიციისთვის უადგილო და არაადეკვატურია.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე გენერალური ასამბლეა 19-დან 23 ივნისამდე გაგრძელდება.

პირველ დღეს ცერემონიების სასახლეში სერგეი გავრილოვი მისასალმებელ სიტყვას მოსკოვისა და რუსეთის პატრიარქის კირილეს სახელით წარმოთქვამს.

ასამბლეას ქართული პოლიტიკური სპექტრიდან "ოცნებისა" და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები დაესწრებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები