23 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
„ლევან ვასაძე, მიმაჩნია, რომ არის, მინიმუმ, რუსი დუგინის სულიერი პარტნიორი, მინიმუმ“ - აკაკი ბობოხიძე

თუ არ დაიცავს ხელისუფლება ხვალ კანონს და კონსტიტუციას, ეს იქნება დანაშაული და ამაზე მოუწევს, როგორც დამნაშავეს პასუხისგება - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს-რეგიონების“ წევრმა, აკაკი ბობოხიძემ გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.

აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, ქვეყანაში წესრიგი დაიცვას და თუ ამას არ აკეთებს, უნდა წავიდეს და ის ძალა უნდა მოვიდეს, ვინც კონსტიტუციას და კანონს დაიცავს. 

„სახელმწიფოს და ხელისუფლების ვალდებულებაა, დაიცვას კანონი. ამიტომ, ხვალ ხელისუფლება შეძლებს თუ არა დაიცვას კანონი, გამოჩნდება და თუ ხელისუფლება არ დაიცავს ან ვერ დაიცავს, მიმაჩნია, რომ ორივე შემთხვევაში, შესაბამისი პასუხები უნდა მიიღოს. თუ არ დაიცავს ხელისუფლება ხვალ კანონს და კონსტიტუციას, ეს იქნება დანაშაული და ამაზე მოუწევს, როგორც დამნაშავეს პასუხისგება. მაგრამ თუ ვერ დაიცავს, ეს კიდევ უფრო დიდი უბედურებაა. ესე იგი, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ ძალუძს, თავისი მოქალაქეების ელემენტარული უსაფრთხოების დაცვა. ასეთ შემთხვევაში, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, კონკრეტულად შინაგან საქმეთა მინისტრი და მოვიდეს ის, ვინც შეძლებს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ არ არსებობს ჯგუფები საქართველოში, ვინც შეძლებდა ხვალ წესრიგის და კონსტიტუციის დაცვას,“ - აცხადებს ბობოხიძე.

აკაკი ბობოხიძე ამბობს, რომ თბილისის ქუჩებში არანაირი გამოსვლების საჭიროება აღარ დადგება, თუკი ამ ადამიანებს მსგავსი წინააღმდეგობები არ შეხვდებათ, როგორც ეს დღეს ხდება. 

„მინდა, კარგად მოიკითხოთ, ვინ არის დუგინი, თქვენი ლიდერის, რაინდ ვასაძის, ვფიქრობ, რომ მხოლოდ სულიერი პარტნიორი და ვნახოთ, რას ამბობს გეი მოძრაობების შესახებ. ეს კაცი არის დღეს რუსული იმპერიული პოლიტიკის ერთ-ერთი იდეოლოგი და ეს კაცი ამბობს, რომ არსებობს ორი გეი მოძრაობა. ერთი კოსმოპოლიტური და მეორე, პატრიოტული“ - ამბობს აკაკი ბობოხიძე. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი სასულიერო პირების შესახებაც საუბრობს და „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს.

„არაფერს ვიტყვი, თუ რა მდგომარეობაა ქართულ ეკლესიაში და რას ლაპარაკობენ მღვდლები ერთმანეთზე კადრს მიღმა. ამიტომ, მოდი, ეკლესიას ვეტყოდი, ჯერ შიგნით დაალაგონ და მოაგვარონ პრობლემა. ასეთი არასწორი გაგება უფლისა ღმერთისთვის, რასაც ისინი გვთავაზობენ, ნუ გამოვლენ ქუჩაში, იყვნენ კედლებში. ამათ რა ჰგონიათ, რომ უფლის თვალი მხოლოდ ქუჩაში ხედავს და კედლის მიღმა უფლის თვალი ვერ ხედავს?... მეუფე იაკობის სიტყვები მახსენდება, წავიდნენ, შეიკრიბონ ინდონეზიაში. იცის, მეუფე იაკობმა, რომ ინდონეზიიდან საქართველომდე მანძილი უფლისთვის, რომლისთვისაც მილიონობოთ სინათლის წელი არ არის მანძილი, ძალიან პატარა, ინდონეზიაში ჩადენილი ცოდვა და თბილისში ჩადენილი ცოდვა  ერთნაირი ცოდვაა... ეს არის რუსული იმპერიის იარაღი ჩვენ წინააღმდეგ და რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც ასევე არაფერი კავშირი არ აქვს მართლმადიდებლობასთან. დღევანდელი რუსული ეკლესიის თომოსი იცით ვინ გასცა? იოსებ სტალინმა. იოსებ სტალინის დაფუძნებული ეკლესიაა... ამიტომ, დღეს ჩვენ, მართლმადიდებლობა, სამწუხაროდ, ვაქციეთ პოლიტიკურ იარაღად,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი პირველ ადგილზეა ინცესტით და არის გარყვნილების ბუდე. ბობოხიძემ ასევე დაამატა, რომ ივან გროზნი, ლენინი ჰომოსექსუალები იყვნენ, თუმცა ასევე განმარტა, რომ ის არავის კიცხავს. 

ბობოხიძე მიიჩნევს, რომ ზოგადად, უმცირესობების თემა ქვეყანაში დახურული არ უნდა იყოს.

„ლევან ვასაძე, მიმაჩნია, რომ არის, მინიმუმ, ჩემ მიერ წეღან დასახელებული რუსი დუგინის სულიერი პარტნიორი, მინიმუმ. გადავდოთ გვერდზე უფლებები. სახელმწიფოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭიროა, რომ ეს თემა არ იყოს დახურული თემა. დღეს საქართველოში ეს თემა არის დახურული. არადა, ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ წარსულშიც გვყავდა ჰომოსექსუალი პოლიტიკური მოღვაწეები, სავარაუდოდ, დღესაც გვყავს და, სავარაუდოდ, მომავალშიც გვეყოლება," - აღნიშნა ოპოზიციის წევრმა. 

აკაკი ბობოხიძე არ გამორიცხავს, რომ მოძრაობის წევრები დავალებებით მოქმედებდნენ. 

„არ გამოვრიცხავ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ მოძრაობას უდგას სათავეში,  არიან სხვადსხვა გზით, მათ შორის, თუნდაც, არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის გამო გადაბირებული ადამიანები და დავალებებით მოქმედებენ,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.  

ოპოზიციის წარმომადგენელმა პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოსაც მიმართა. მისი თქმით, დასავლეთი ადამიანის უფლებებს იცავს. 

„მე მოვუწოდებდი მეუფე მოსაყდრე შიოს, რომელიც ბატონი ლევანის ბავშვობის მეგობარია. კარგად დაფიქრდნენ, რაზეა ლაპარაკი. ჩვენ დღეს არავისთვის არ ვაპირებთ, დავუთმოთ ჩვენი ქვეყნის ნორმალური მომავალი და ტყუილია ეს, დასავლეთი არ უწევს პროპაგანდას ჰომოსექსუალიზმს. დასავლეთი იცავს ადამიანის უფლებებს,“ - ამბობს ბობოხიძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები