25 აპრილი 2024,   19:21
ვრცლად
მარტო ერთი ექიმი კი არა, მთავარი ექიმიც უნდა დააკავონ - ბიძის მიერ მოკლული 13 წლის მოზარდის ოჯახი

ფსიქიატრიული დაწესებულების ექიმი, რომლის გულგრილობას მკვლელობა მოჰყვა, დაკავებულია. საქმე ეხება 10 თებერვალს რუსთავში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ფსიქიკური აშლილობის დროს მამაკაცმა 12 წლის ძმისშვილი მოკლა.

ერთი დღით ადრე კი ბრალდებულმა დასახმარებლად სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, მაგრამ ექიმმა მას დახმარება არ გაუწია და კლინიკა დაატოვებინა.

საქმეში არსებული მასალებით კი ირკვევა, რომ მამაკაცს ეპილეფსიური ფსიქოზი აღენიშნებოდა და არსებობდა რისკი, რომ მას მიეყენებინა ზიანი როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვისთვის.

გამოძიება ექიმს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას ედავება. მას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

მოკლული მოზარდის ოჯახი ექიმს მის დაკავებამდეც ადანაშაულებდნენ.

„მარტო ეგ კი არა, მაგათი მთავარი ექიმი, ვინც არის, ის უნდა დააკავონ. ეერთი წამალიც რომ მიეცათ, იმას ეშველებოდა,“- აცხადებენ ოჯახში.  

დაკავებული ექიმის ადვოკატის თქმით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს, რადგან არ მიიჩნევს, რომ რაიმე შეცდომა დაუშვა. 

დღის ამბები