25 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
ვერცხლის ქუჩაზე სახლის კედელი ჩამოინგრა

ძველ თბილისში გვიან ღამით ავარიული საცხოვრებელი სახლის კედლის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა ვერცხლის ქუჩაზე მოხდა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა საცხოვრებლის გარეშე დარჩა სოციალურად დაუცველი ოჯახი.

ქალბატონი, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად უკვე წლებია, ბინაში თვითნებურად არის შეჭრილი.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მათ ქალბატონს ბინის დატოვება მოსთხოვეს და ღამით დარჩენის ნება არ მისცეს.

დღის ამბები