20 აპრილი 2024,   02:34
ვრცლად
ბორის ჯონსონმა კონსერვატორების შიდაპარტიული არჩევნების მეორე ტური მოიგო

ბორის ჯონსონმა კონსერვატორების შიდაპარტიული არჩევნების მეორე ტური მოიგო. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სასარგებლოდ, ხმა პარტიის 126-მა წევრმა მისცა. შესაბამისად, ის პარტიის ლიდერის და პრემიერის პოსტზე წარდგენილ კანდიდატებს შორის უპირობო ლიდერი გახდა.

მესამე ტურში, რომელიც დღეს გაიმართება, ბორის ჯონსონის კონკურენტები საგარეო საქმეთა მოქმედი მინისტრი ჯერემი ჰანტი, სოფლიოს მეოურნეობის მინისტრი მაიკლ გუვი და შინაგან საქმეთა მინისტრი საჯიდ ჯავიდი იქნებიან.

კონსერვატიული პარტიის ლიდერის და ქვენის პრემიერის პოსტები ვაკანტური 24 მაისს გახდა, როდესაც ტერეზა მეიმ ბრექსიტის ჩაშლილი გარიგებების გამო თანამდებობა დატოვა.

ევროკავშირიდან გასვლა ახალი ლიდერის მთავარი ამოცანა გახდება. ბორის ჯონსინი პირობას დებს, რომ ბრიუსელთან შეთანხმებას მიაღწევს და ბრექსიტი 31 ოქტომბრამდე შედგება.

დღის ამბები