24 აპრილი 2024,   04:48
ვრცლად
კორპუსებზე, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, თუმცა შენობა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ამნისტია ცხადდება - კალაძე

იმ კორპუსებზე, სადაც მოსახლეობა უკვე ცხოვრობს, თუმცა შენობა ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, ამნისტია ცხადდება - ამის შესახებ დედაქალაქის მერი აცხადებს.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ამნისტია იმ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში განხორციელდება, რომელიც უკანონო მშენებლობებსა და სამშენებლო დარღვევებს ეხება. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ უსაფრთხობის მიზნით, ასეთ შენობებში მობინადრეების შესახლება არ უნდა მოხდეს. 

„შენობა-ნაგებობების, სადაც დარღვევების გამოსწორება არის შეუძლებელი, ფიზიკურად ჩვენ ვაკეთებთ ამნისტიას და გვინდა, მივიღოთ ეს შენობა-ნაგებობები ექსპლუატაციაში, თუმცა, როგორც გითხარით, აქვე ჩაიკეტება და  სამომავლოდ ანალოგიური დარღვევები იქნება სისხლის სამართლის დანაშაული. ამნისტია არ შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასა და ქალაქის ვიზუალურ სტანდარტთან, მაგრამ იგი შეეხება ისეთ დარღვევებს, რომელთა გამოსწორებაც უკვე შეუძლებელია,” -  განაცხადა კალაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები