24 აპრილი 2024,   01:30
ვრცლად
პატიმრობა თუ პოლიტიკური თავშესაფარი - აზერბაიჯანელი უფლებადამცველი საქართველოს ხელისუფლების ვერდიქტის მოლოდინშია 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და უფლებადამცველი, ავთანდილ მამედოვი საქართველოს ხელისუფლების ვერდიქტის მოლოდინშია. გაიზიარებს თუ არა მამედოვი აფგან მუხთარლის ბედს, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელმაც დღეს აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს.

ავთანდილ მამედოვის აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში, რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. მამედოვის ინტერესების დამცველი მოსამართლეს, სავარაუდოდ, პირად თავდებობას სთავაზობს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ავთანდილ მამედოვს მისი მეგობრები თავდებად დაუდგებიან, რომ ის არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას და ითანამშრომლებს გამოძიებასთან.

„არის თაღლითობის ბრალდება, თუმცა თვითონ ფაბულა, რაშიც ედავებიან, აზერბაიჯანის პროკურატურა რაშიც ედავება ავთანდილ მამედოვს, არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისთვის დევნიან სისხლის სამართლის წესით და თაღლითობად აკვალიფიცირებენ. მან დაიმსახურა აზერბაიჯანის ყურადღება თავისი საქმიანობის გამო, უფლებადაცვითი საქმიანობის გამო, თავისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო და სწორედ ამიტომ, ის გახდა დევნილი და შემდგომ უკვე იძულებული, საქართველოსათვის შემოეფარებინა თავი“ - აცხადებს ავთანდილ მამედოვის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.

ავთანდილ მამედოვი, რომელიც ბაქოდან პირდაპირ მუქარასა და პოლიტიკურ დევნას საქართველოში გამოექცა, მარნეულში რამდენიმე დღის წინ დააკავეს. 

დღის ამბები